მარინა კალიურანდი: საქართველოს სჭირდება დემოკრატიული პარლამენტი, პასუხისმგებლიანი მმართველი პარტიით და ძლიერი ოპოზიციით

მარინა კალიურანდი: საქართველოს სჭირდება დემოკრატიული პარლამენტი, პასუხისმგებლიანი მმართველი პარტიით და ძლიერი ოპოზიციით

ესტონელი ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაში ოპოზიციონერი არჩეული წევრების ნაწილის მონაწილეობას ეხმაურება.

როგორც ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს სჭირდება დემოკრატიული პარლამენტი პასუხისმგებლიანი მმართველი პარტიით და ოპოზიციით.

"მოხარული ვარ, რომ გავიგე საქართველოს პარლამენტმა სესია დაიწყო ოპოზიციის წევრთა მნიშვნელოვან რაოდენობასთან ერთად. საქართველოს სჭირდება დემოკრატიული პარლამენტი, პასუხისმგებლიანი მმართველი პარტიით და ძლიერი ოპოზიციით.

ვულოცავ კახა კუჭავას ახალ სპიკერად არჩევას", - წერს კალიურანდი "ტვიტერზე".