ირაკლი ქადაგიშვილი: არჩილ თალაკვაძე გუნდის მართლაც კარგი სპიკერია, თუმცა იგი ჩართული იყო ბოლო 6 თვის განმავლობაში მიმდინარე ბატალიებში

ირაკლი ქადაგიშვილი: არჩილ თალაკვაძე გუნდის მართლაც კარგი სპიკერია, თუმცა იგი ჩართული იყო ბოლო 6 თვის განმავლობაში მიმდინარე ბატალიებში

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედის ფაქტორში“ განმარტა, თუ რატომ გახდა საჭირო, პარლამენტის თავმჯდომარე ნეიტრალური სპიკერი ყოფილიყო.

საპარლმენტო უმრავლესობის წევრმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი, მე-10 მოწვევის პარლამენტი იქნება პროდუქტიული, საინტერესო იქნება.

მისი თქმით, არჩილ თალაკვაძე გუნდის მართლაც კარგი სპიკერია, თუმცა იგი ჩართული იყო ბოლო 6 თვის განმავლობაში მიმდინარე ბატალიებში.

„ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ ამ მოვლენებისგან დისტანცირებული, ნეიტრლური ადამიანი ყოფილიყო, რომელიც შეძლებდა ამ პერიპეტიების შლეიფი მას არ გამოყოლოდა და ამ ახალ პარლამენტში, სადაც სენსიტიური იქნება მრავალი საკითხი. ვხედავთ, შარლ მიშელის დოკუმენტის გარშემო იმპლემენტაციის პროცესში ათასგვარი ინტერპრეტაციები არის, ასეთ პირობებში ადამიანი მიუკერძოებელი ყოფილიყო“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.