გიორგი რურუა ამნისტიაზე:  თუ დაზარალებულები აპატიებენ, წინააღმდეგი არ ვიქნები, რომ შეწყალება მოხდეს

გიორგი რურუა ამნისტიაზე:  თუ დაზარალებულები აპატიებენ, წინააღმდეგი არ ვიქნები, რომ შეწყალება მოხდეს

საერთოდ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთო-ეროვნული ამნისტიაც გამოცხადდეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მეწილე გიორგი რურუამ ჟურნალისტებს ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ თუ 20 ივნისის შედეგად დაზარალებულები ადამიანებს აპატიებენ, ის შეწყალების წინააღმდეგი არ იქნება.

„საერთოდ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთო-ეროვნული ამნისტიაც გამოცხადდეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა გამოუძიებელ საქმეში, რომელ ამნისტიაზე უნდა ვლაპარაკობდეთ. მთავარია, რომ გამოძიება ჩატარდეს, შემდეგ დაზარალებულები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, აპატიებენ თუ არა. ამის მერე, ისინი თუ აპატიებენ, მე წინააღმდეგი არ ვიქნები, რომ შეწყალება მოხდეს“, -განაცხადა რურუამ.

 

Ninja შენ კითხე შენ მიერ დაზარალებულებს, რომ გამოხვედი? უნამუსობის ზეიმია. ?
4 წლის უკან