რა შემთხვევაში არ არის რეკომენდებული „სინოფარმით“ ვაქცინაცია , - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, იმუნიზაციის საბჭოს წევრმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
„სინოფარმის" ვაქცინასთან დაკავშირებით, მწარმოებელი კომპანია ანოტაციაშია რამდენიმე საკითხზე მიუთითებს. შესაბამისად ვაქცინაციის ანკეტის ჩეკლისტში დამატებითი შეკითხვები გაჩნდება. მათ შორის ჰქონია თუ არა პაციენტს ნებისმიერ სხვა ვაქცინაზე რთული ალერგიული რეაქცია, ასევ აქვს თუ არა პაციენტს ეპილეფსია, ან თუ მოქალაქეს აქვს მაღალი არტერიული წნევა, რომელიც მედიკამენტოზურ მკურნალობას არ ექვემდებარება - ასეთ შემთხვევებში „სინოფარმის“ ვაქცინით აცრა რეკომენდებული არ არის“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
მისივე ინფორმაციით, სხვადასხვა ვაქცინის შემთხვევაში მოხდება დაკონკრეტება და ჩეკლისტში გაჩნდება დამატებითი კითხვები.
იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს გადაწყვეტილებით, „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის ასაკობრივ ზღვრად 18 წელი განისაზღვრა.
„სინოფარმის“ შესახებ უფრო ვრცელ ინფორმაციას, შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.