იურიდიული პრინციპების თანახმად, თანასწორობის პრინციპი თუ არ იქნება დაცული, ნებისმიერი შესაძლო პირი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოიგებს სარჩელს ამნისტიის კანონის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარტია „ქართულო ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტს გამართული კანონპროექტი უნდა წარუდგინონ, რათა დაცული იყოს თანასწორობის პრინციპი.
„უმარტივესი პრინციპია, რომ თუ გამოიცემა კანონი, ის უნდა შეეხოს იმ პირებსაც, რომლებზეც უკვე აღიძრა საქმე და იმ პირებსაც, რომლების წინააღმდეგაც შეიძლება აღიძრას საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა თანასწორობის პრინციპი. ეს არის იურისპრუდენცია და არა პოლიტიკა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.