ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამნისტია არ უნდა შეეხოს მათ, ვინც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის იხდიან სასჯელს

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამნისტია არ უნდა შეეხოს მათ, ვინც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის იხდიან სასჯელს

„ვფიქრობ, კანონში ამნისტიის შესახებ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად, ჩანაწერი უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი განმარტებით, ამნისტია არ უნდა გავრცელდეს იმ პირებზე, რომელთაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლები დაარღვიეს.

„ამნისტიის შესახებ დოკუმენტში არის ჩანაწერი, რომელიც აცხადებს ერთადერთ რამეს; რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ უნდა დაკონკრეტდეს ერთი რამ. არის გარკვეული მუხლები, რომელთაც არ შეიძლება, ამნისტია შეეხოთ. ვგულისხმობ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებს. მათ შორის, ესაა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, წამება და არაადამიანური მოპყრობა. ვფიქრობ, კანონში ამნისტიის შესახებ შესაბამისი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.