ყველა, ვინც ამ შეთანხმების მხარეს დგას გამარჯვებულია, ვინც უარყოფს - დამარცხებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში, სესიაზე განაცხადა.
„მარგინალურ ოპოზიციას მხოლოდ 2 გზა დარჩა - ან აღიარონ საკუთარი მარცხი, ხელი მოაწერონ შეთანხმებას და შემოვიდნენ პარლამენტში, ან ქვეყნის მტრობაში გაჯიუტებულები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ როგორც მარგინალური პოლიტიკური ჯგუფები.
ხოლო, „ქართული ოცნება“ იქნება თავისი სიტყვისა და ხელმოწერის ერთგული, ჩვენ იმ დოკუმენტს, რომელიც 19 აპრილს შედგა, შევასრულებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ. ამით მე-10 მოწვევის პარლამენტისადმი მათი თითქმის 6-თვიანი ბოიკოტი დასრულდა.
შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.