ნიკოლოზ სამხარაძე: „ქართული ოცნება“ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ზედმიწევნით შეასრულოს შარლ მიშელის მედიაციით დადებული შეთანხმების პუნქტები

ნიკოლოზ სამხარაძე: „ქართული ოცნება“ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ზედმიწევნით შეასრულოს შარლ მიშელის მედიაციით დადებული შეთანხმების პუნქტები

„ქართული ოცნება“ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ზედმიწევნით შეასრულოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით დადებული შეთანხმების პუნქტები, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე პარლამენტში სესიაზე განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ, ღია, ინკლუზიურ და გამჭვირვალე საპარლამენტო პროცედურებზე დავიწყოთ მუშაობა სისტემურ რეფორმებზე, რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია და მსგავსი შიდა, ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისების განმეორების თავიდან აცილებაა. მოვუწოდებთ ოპოზიციას, დაპირისპირების ნაცვლად ეროვნულ თანხმობასა და თანამშრომლობას ხელი შეუწყოს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ. ამით მე-10 მოწვევის პარლამენტისადმი მათი თითქმის 6-თვიანი ბოიკოტი დასრულდა.

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.