ირაკლი ზარქუა: ოპოზიცია სააკაშვილისა და ბოკერიას ტყვეობიდან გათავისუფლდა

ირაკლი ზარქუა: ოპოზიცია სააკაშვილისა და ბოკერიას ტყვეობიდან გათავისუფლდა

დღეს გაიმარჯვა ქართველი ხალხის არჩევანმა, რომელმაც მხარი დაუჭირა მრავალპარტიულ არჩევნებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა, იმას რასაც მთელი ამ თვეების განმავლობაში ვამბობდით, რომ დიახ, პარლამენტში მუშაობას არ აქვს ალტერნატივა, როგორც იქნა ოპოზიცია ჩამოყალიბდა და რაც მთავარია, ოპოზიცია გათავისუფლდა სააკაშვილისა და ბოკერიას ტყვეობიდან“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვებიან.