ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს მამათა მონასტრის ეზოში მორიგი დაპირისპირება მოხდა. აქ, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირდებით, წირვა უნდა ჩატარდეს, თუმცა, ეკლესიის ეზოში ადგილობრივი ბიზნესმენის, კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას სასულიერო პირების ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. იყო როგორც სიტყვიერი, ისე - ფიზიკური შეხლა-შემოხლა.
სასულიერო პირები მოითხოვდნენ, რომ ბიზნესმენს ეკლესიის ეზო დაუყოვნებლივ დაეტოვებინა. როგორც ისინი აცხადებენ, მონასტერი და იქ არსებული მარანი ბიზნესმენის ინტერესის საგანია. დაპირისპირება რამდენიმე წუთი გაგრძელდა. ამ წუთებში, შედარებით, სიმშვიდეა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. ელოდებიან მეუფე სტეფანეს მისვლას.
ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მონასტერში სხვადასხვა რეგიონიდან და ეპარქიიდანაა ჩასული მრევლი და სასულიერო პირები. მრევლი აცხადებს, რომ დღეს მიზანმიმართულად ხდება ეკლესიისა და პატრიარქის დისკრედიტაცია და გარკვეულ ძალებს ქართულ ეკლესიაში შუღლის შეტანა სურს.