ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე: ვურჩევ, თავი დაანებონ კეკლუცობასა და პოლიტიკურ ყალთაბანდობას

ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე: ვურჩევ, თავი დაანებონ კეკლუცობასა და პოლიტიკურ ყალთაბანდობას

მანდატი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ პარლამენტის წევრებს, მათ შორის ოპოზიციას გადასცა უაღრესად მნიშვნელოვანია და მათ მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას ურჩევს, რომ მეტი სერიოზულობა გამოიჩინონ და პარლამენტში შევიდნენ.

„მანდატი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ პარლამენტის წევრებს, მათ შორის ოპოზიციას გადასცა უაღრესად მნიშვნელოვანია და მათ მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს. ვურჩევ, ცოტა მეტი სერიოზულობით მოეკიდონ ამ ამბავს და თავი დაანებონ კეკლუცობასა და ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ყალთაბანდობას. შეთანხმება, რაც ახლახან შედგა, გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებასა და იმ საქმეების კეთებას, რამაც იმ გამოწვევებს უნდა უპასუხოს, რაც ჩვენს ხალხსა და საზოგადოებას აქვს. გასაგებია, რომ მათ პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ და ფიქრობენ, რომ როგორმე ასეთი სიმულაციებითა და პოლიტიკური კეკლუცობით პოლიტიკურ დივიდენდებს დაიწერენ, რაც ცალსახად დამაზიანებელია პირველ რიგში მათთვის. მე მათ ვურჩევ, რომ მეტი სერიოზულობა გამოიჩინონ, შემობრძანდნენ პარლამენტში, ჩვენ მათ ველოდებით. მომდევნო კვირიდან სასესიო კვირა იწყება და უკვე იქ დაანახონ მათ ამომრჩეველსა და საზოგადოებას, რისი ინიცირება და შეთავაზება შეუძლიათ ჩვენი ქვეყნისთვის, რათა მეტად განვითარდეს და გაძლიერდეს“ - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.