გავიგე, სამადაშვილს გამოუთქვამს ჩემთან დებატის სურვილი - ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი სიამოვნებას მომანიჭებს, მაგრამ საჭიროდ მიმაჩნია საჯაროდ ვუთხრა მას, რასაც მასზე ვფიქრობ მე

გავიგე, სამადაშვილს გამოუთქვამს ჩემთან დებატის სურვილი - ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი სიამოვნებას მომანიჭებს, მაგრამ საჭიროდ მიმაჩნია საჯაროდ ვუთხრა მას, რასაც მასზე ვფიქრობ მე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ „სერიოზული პრობლემა სალომე სამადაშვილის ქმედებაშია“.

მისი თქმით, პარტიის წევრების დიდმა ნაწილმა სამადაშვილის პარტიიდან გარიცხვა მოითხოვა.

„გავიგე ქალბატონ სალომე სამადაშვილს გამოუთქვამს ჩემთან სატელევიზიო დებატის სურვილი. ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი სიამოვნებას მომანიჭებს, მაგრამ ნამდვილად საჭიროდ მიმაჩნია საჯაროდ ვუთხრა მას, რასაც მასზე ვფიქრობ მე და ენმ-ს ასიათასობით ის წევრი, ვინც გაკვირვებული და სამართლიანად გაბრაზებულია, მის მიერ, პარტიის ასე დემონსტრატიულად (უკაცრავად) ფეხებზე დაკიდებით და ეგრეთწოდებული პრეზიდენტის სასახლეში იმ დოკუმენტზე ხელის მოწერით, რაზეც ჯერ პარტიას თავისი დამოკიდებულება (იმის გამო, რომ ნიკა მელია ვაჟკაცურად ციხეში ზის) ჩამოყალიბებული არ აქვს.

ხსენებულ დოკუმენტთან მიმართებაში პარტიაში სხვადასხვა აზრი გვაქვს (რაც ძალიან ხშირად ხდება) და განსხვავებულ აზრთან მიმართებაში ცხადია, არავის ნეგატიური დამოკიდებულება არასდროს გვქონია და არ გვექნება.

სერიოზული პრობლემა ქალბატონი სამადაშვილის ქმედებაშია.

მან ჩათვალა, რომ გუნდის დაიგნორირება შეუძლია და სანამ პარტიის თავმჯდომარე, პრინციპებსა და სიტყვას არ ღალატობს და ჯერ კიდევ ციხეში ზის, მისი საქციელით ივანიშვილის მოღალატურ რეჟიმს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ქედმაღლური და შეურაცხმყოფელი შეფასებების საბაბი (საფუძველი არასდროს ექნებათ) მისცა, თითქოს ჩვენ ჩვენს პრინციპებს ვუღალატეთ და მათ შანტაჟს დავემორჩილეთ.

რადგან ქალბატონი სამადაშვილი ამ გზას დაადგა, ცხადია ჩვენი წევრების დიდმა ნაწილმა მისი პარტიიდან გარიცხვა მოითხოვა, თუმცა მან თვითონ განაცხადა, რომ გუნდს ემშვიდობება, ახლა მაინც გაურკვეველია მისი პარტიის წევრობის საკითხი, რადგან ჩვენს ევროპელ მეგობრებს (ბატონი კუბილიუსი) გონიათ, რომ იგი კვლავაც ენმ-ს წევრია, მეტიც ზოგი მეტ შეცდომაშიც კია შეყვანილი და ჩათვალეს, რომ მან, ენმ-ს სახელით მოაწერა პარლამეტში შესასვლელ დოკუმენტს ხელი.

ასე რომ ვფიქრობ ამ და სხვა საკითხებზე გულახდილი და საჯარო საუბარი სასარგებლო იქნება პოზიციების გასარკვევად და ჩვენი საზოგადოებიას და დასავლელი მეგობრების სწორად ინფორმირებისათვის“, - წერს გიორგი