კობა ნაყოფია: ამნისტია არ უნდა შეეხოს დამნაშავე სამართალდამცველებს და ბრძანების გამცემებს

კობა ნაყოფია: ამნისტია არ უნდა შეეხოს დამნაშავე სამართალდამცველებს და ბრძანების გამცემებს

„ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია აცხადებს, რომ 20 ივნისთან დაკავშირებული ამნისტია არ უნდა შეეხოს დამნაშავე პოლიციელებს და ბრძანების გამცემებს.

„ამნისტიასთან დაკავშირებულ ჩანაწერს იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა შესაძლოა დაიწყოს განხილვა პარლამენტში, ჩვენ პრობლემატურად მივიჩნევთ და ჩვენ ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ამნისტია არ უნდა შეეხოს დამნაშავე სამართალდამცველებს და ბრძანების გამცემებს“, - აცხადებს კობა ნაყოფია.

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.

პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს 27 აპრილს დაარეგისტრირებს.

amo " ჩვენ ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ " ?, კი მარა ვინმე გეკითხებათ რამეს.
4 წლის უკან
Ninja დამნაშავე მელიას უნდა შეეხოს და ვინც შტურმის მსურველებს ამის უფლება არ მისცა და შეიძლება გადაამეტა კიდეც, იმათ არა? ეს რა ლოგიკა აქვთ ამ ნაცებს.
4 წლის უკან