შალვა პაპუაშვილი, გოგი წულაიასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაზე ხელმომწერი პარტიების შეფასებაში, ხატია დეკანოიძეს ეთანხმება

შალვა პაპუაშვილი, გოგი წულაიასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაზე ხელმომწერი პარტიების შეფასებაში, ხატია დეკანოიძეს ეთანხმება

შალვა პაპუაშვილი, გოგი წულაიასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაზე ხელმომწერი პარტიების შეფასებაში, ხატია დეკანოიძეს ეთანხმება.

ჩვენს ოპონენტებს ერთი თვისება აქვთ, მათ შეუძლიათ, დოქს ყური იქედან მიაბან, საიდანაც უნდათ და სამყარო ისე დაინახონ, როგორც სურთ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი გოგი წულაიასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას.

პაპუაშვილი განცხადებაზე ხელმომწერი პარტიების შეფასებაში, ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ხატია დეკანოიძის პოზიციას ეთანხმება, რომელიც პარტიის ხელმოწერას გაემიჯნა.

,,ჩვენს ოპონენტებს ერთი თვისება აქვთ, მათ შეუძლიათ, დოქს ყური იქედან მიაბან, საიდანაც უნდათ და სამყარო ისე დაინახონ, როგორც სურთ. ამ პარტიების შეფასებებში ხატია დეკანოიძეს ვეთანხმები, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელმოწერას გაემიჯნა. ვენდობი გამოძიებას და შემდეგ სასამართლოს, რომელიც ყველაფერს დაადგენს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.