ირაკლი კობახიძე რურუაზე: როგორც კი პრეზიდენტი ფიზიკურად იხილავს დეპუტატებს ოპოზიციიდან პარლამენტში, მაშინვე გამოიცემა შეწყალების აქტი

ირაკლი კობახიძე რურუაზე: როგორც კი პრეზიდენტი ფიზიკურად იხილავს დეპუტატებს ოპოზიციიდან პარლამენტში, მაშინვე გამოიცემა შეწყალების აქტი

პრეზიდენტის განცხადების შინაარსის თანახმად, როგორც კი ის ფიზიკურად იხილავს დეპუტატებს ოპოზიციიდან პარლამენტში, მაშინვე გამოიცემა შეწყალების აქტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე იმედოვნებს, რომ აღნიშნულ შემთხვევაშიც ოპოზიცია სათანადო პასუხისმგებლობით იმოქმედებს.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ მოაწერეს ხელი საბოლოო შეთანხმების დოკუმენტს და მათი პარლამენტში შესვლა 27 აპრილს, პლენარულ სხდომაზე იგეგმება, შესაბამისად, ერთი კვირის ვადაში შესრულდება მეორე პირობაც. მისივე თქმით, იმ დღესვე გამოიცემა პრეზიდენტის შეწყალების აქტი.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სასმართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში დამნაშავედ ცნო.