პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ოპოზიცია ვალდებულია სწორად ჩამოაყალიბოს და საზოგადოებისთვის მაქსიმალურად მისაღები გახადოს ამნისტიის შესახებ კანონპროექტი.
„შინაარსობრივად ამნისტია არ შეიძლება იყოს ინდივიდუალური, სახელობითი, ამნისტია არის მიმართული რომელიმე კონკრეტული მუხლის მიმართ, ასე რომ, ოპოზიციას არა მარტო შეუძლია, არამედ ვალდებულიცაა, რომ სწორად ჩამოაყალიბოს და საზოგადოებისთვის მაქსიმალურად მისაღები გახადოს ამნისტიის შესახებ კანონპროექტი. ადამიანი, რომელიც მსჯელობს იმაზე, თუ პირადად ვის უნდა შეეხოს ამნისტია, ან საქმეში არაა ჩახედული, ან მანიპულირებას ცდილობს“, - განაცხადა სერგეენკომ.
პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს 27 აპრილს დაარეგისტრირებს.