ირაკლი კობახიძე: განურჩევლად ყველა ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ განსაკუთრებულ წვლილს შეთანხმების მიღწევის უზრუნველყოფაში

ირაკლი კობახიძე: განურჩევლად ყველა ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ განსაკუთრებულ წვლილს შეთანხმების მიღწევის უზრუნველყოფაში

ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ხაზი შარლ მიშელის შეთანხმების სწორი შესრულების მნიშვნელობას გაესვა.

„მთლიანობაში გვქონდა ძალიან წარმატებული, საინტერესო ვიზიტი. შეხვედრები გვქონდა უმაღლეს დონეზე, მათ შორის შარლ მიშელთან და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან, ევროპარლამენტარებთან. განსახილველი თემები იყო ზოგადად რეგიონში არსებული ვითარება და კონკრეტულად საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მათ შორის შეთანხმების საკითხი. განურჩევლად ყველა ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ განსაკუთრებულ წვლილს ამ შეთანხმების მიღწევის უზრუნველყოფაში. ეს იყო ძირითადი გზავნილი, რომელიც მივიღეთ. გარდა ამისა, ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რომ შეთანხმების გაფორმების გარდა, ახლა უკვე მნიშვნელოვანია შეთანხმების სათანადოდ ასრულება“, - განაცხადა კობახიძემ.

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.