ზურაბ ჯაფარიძე: განხილვის საგანი არასოდეს ყოფილა იმ ადამიანების ამნისტირება, ვინც ძალადობა ჩაიდინა ან ასეთი ბრძანება გასცა

ზურაბ ჯაფარიძე: განხილვის საგანი არასოდეს ყოფილა იმ ადამიანების ამნისტირება, ვინც ძალადობა ჩაიდინა ან ასეთი ბრძანება გასცა

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებით გასამართლებული სამართალდამცველების ამნისტირება მოლაპარაკებებზე საერთოდ არ განიხილებოდა.

„ამნისტიის ჩანაწერი შეთანხმების დოკუმენტში გაჩნდა კრისტიან დანიელსონის დოკუმენტის პირველ ვერსიაში კონკრეტულად ნიკა მელიასთვის. განხილვის საგანი არასოდეს ყოფილა იმ ადამიანების ამნისტირება, ვინც ძალადობა ჩაიდინა ან ასეთი ბრძანება გასცა. ნიკა მელია უნდა გამოვიდეს გარეთ, ეს არის ის, რაზეც შევთანხმდით“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს 27 აპრილს დაარეგისტრირებს.