საკოორდინაციო საბჭო დამატებითი შეზღუდვების დაწესების მიზანშეწონილობაზე მომავალ კვირაში იმსჯელებს

საკოორდინაციო საბჭო დამატებითი შეზღუდვების დაწესების მიზანშეწონილობაზე მომავალ კვირაში იმსჯელებს

საკოორდინაციო საბჭო დამატებითი შეზღუდვების დაწესების მიზანშეწონილობაზე მომავალ კვირაში იმსჯელებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები მომდევნო დღეების ვითარებას დააკვირდებიან. თამარ გაბუნია ამბობს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება უკიდურესად საყურადღებოა, ახალი შემთხვევების ყოველდღიური მატების ფონზე იზრდება დაწოლა სამედიცინო სექტორზე.

ჯანდაცვის უწყება კოვიდ-კლინიკებში დამატებითი საწოლების მობილიზებაზე მუშაობს. კვირის ბოლომდე დამატებით ათასი ახალი საწოლი იქნება. ასევე მობილიზებულია კოვიდ-სასტუმროები, რომლებზეც მოთხოვნა ბოლო კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში გამკაცრდა უკვე არსებული რეგულაციების კონტროლი, რაც განსაკუთრებით პირბადის ტარებისა და ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვის წესს ეხება.