„ერთი ჩვეულებრივი მსუქანი ლოთია... ტიპი ზის შოკოლადში, განცხრომაშია კიევში, რისი რევოლუციის მომწყობია

„ერთი ჩვეულებრივი მსუქანი ლოთია... ტიპი ზის შოკოლადში, განცხრომაშია კიევში, რისი რევოლუციის მომწყობია" - გიორგი სიგუამ სააკაშვილს გადაურა

გი­ორ­გი სი­გუა, რომ­ლის სა­ხე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის მო­წყო­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამ­ჟა­მად კო­ლუმ­ბი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. მან ვიდე­ო გამოაქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც სხვა­დას­ხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად სა­უბ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­სა­ხე­ბაც. ერთ დროს სიგუა სააკაშვილის ქარიზმით აღტაცებული იყო

"რა­ტომ არ ჩა­მო­ვი­და სა­ა­კაშ­ვი­ლი?! უკ­რა­ი­ნის პას­პორ­ტი რომ ჩა­ი­დო ჯი­ბე­ში და რომ ვე­კი­თხე­ბი, სახ­ლში რო­დის მივ­დი­ვართ-მეთ­ქი და სახ­ლში ვარო კაცო მეო, უკ­რა­ი­ნე­ლი ვარო. ახ­ლაც და­დის და იძა­ხის, უკ­რა­ი­ნე­ლი ვარო... ან რისი ჩა­მომ­სვლე­ლია ეგ, ან რისი გამ­კე­თე­ბე­ლია?! თქვენ მარ­თლა სა­ა­კაშ­ვი­ლი ის სა­ა­კაშ­ვი­ლი ხომ არ გგო­ნი­ათ, და­სა­კარ­გი რომ არ ჰქონ­და არა­ფე­რი და მარ­თლა რომ შე­ვარ­და პარ­ლა­მენ­ტში და რე­ვო­ლუ­ცია მო­ა­წყო?!

იმას ხომ არ ადა­რებთ ამ დღე­ვან­დელ სა­ა­კაშ­ვილს?!

ის იყო ახალ­გაზ­რდა, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ლი­დე­რი, რო­მელ­საც ჰქონ­და ძალა, რო­მელ­საც ჰქონ­და ენერ­გია და რო­მელ­საც რაც მთა­ვა­რია, და­სა­კარ­გი არა­ფე­რი არ ჰქონ­და.

ახლა, დღეს არის ერთი 55 წლის ლოთი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ლოთი. დიახ, ბა­ტო­ნო, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის ლოთი, ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული ამას რომ ვამ­ბობ, მაგ­რამ უნდა იცო­დეთ. დღეს ის არის ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პენ­სი­ო­ნე­რი, ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მსუ­ქა­ნი ლო­თია, მეტი არა­ფე­რი. რისი ჩა­მომ­სვლე­ლია, რისი რე­ვო­ლუ­ცი­ის მომ­წყო­ბია! ტიპი ზის შო­კო­ლად­ში, გან­ცხრო­მა­ში ცხოვ­რობს კი­ევ­ში.

ერ­თა­დერ­თი კაცი, ვი­საც შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნე­ბის კონ­სო­ლი­და­ცია, თავ­მოყ­რა, წინ წა­ძღო­ლა და ლი­დე­რო­ბა, ეს არის ნიკა მე­ლია", - ამ­ბობს გი­ორ­გი სი­გუა.