გერმანიის ელჩი:  მოხარული ვარ კომპრომისის გამო, შეთანხმებული ნაბიჯების განხორციელება ახლა მოითხოვს ახალ სულისკვეთებას პოლიტიკაში

გერმანიის ელჩი:  მოხარული ვარ კომპრომისის გამო, შეთანხმებული ნაბიჯების განხორციელება ახლა მოითხოვს ახალ სულისკვეთებას პოლიტიკაში

შეთანხმებული ნაბიჯების განხორციელება ახლა მოითხოვს ახალ სულისკვეთებას პოლიტიკაში, ერთობლივი წარმატებისთვის მუშაობის სულისკვეთებას, - ამის შესახებ გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ აცხადებს.

როგორც ქნირში აღნიშნავს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულმა გეგმამ ფართო თანხმობა ჰპოვა პოლიტიკურ ძალებს შორის.

„მოხარული ვარ ამ კომპრომისის გამო, რომლისთვისაც ელჩი კელი დეგნანი და ელჩი კარლ ჰარცელი ასე დაჟინებით იღწვოდნენ. შეთანხმებული ნაბიჯების განხორციელება ახლა მოითხოვს ახალ სულისკვეთებას პოლიტიკაში, ერთობლივი წარმატებისთვის მუშაობის სულისკვეთებას“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.