დავით მათიკაშვილი სააკაშვილზე: მხდალ და დამნაშავე პოლიტიკოსთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლომ კონკრეტული სამართლებრივი განაჩენი გამოიტანა

დავით მათიკაშვილი სააკაშვილზე: მხდალ და დამნაშავე პოლიტიკოსთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლომ კონკრეტული სამართლებრივი განაჩენი გამოიტანა

საზოგადოების მოტყუების მცდელობაა ეს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში დაბრუნების შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, სააკაშვილს საქართველოს სასამართლომ კონკრეტული სამართლებრივი განაჩენი გამოუტანა.

„მხდალ და დამნაშავე პოლიტიკოსთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლომ კონკრეტული სამართლებრივი განაჩენი გამოიტანა, ხოლო ჩვენმა მოსახლეობამ და ელექტორატმა, მას პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა. ზოგადად, საზოგადოების მოტყუების მცდელობაა ეს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა.