სალომე სამადაშვილი თავიდანვე აპირებდა პარამენტში შესვლას, ამიტომ ნუ დაგველაპარაკება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ„ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
„მან თავისი ინტერესები ნამდვილად აისრულა. ამ დოკუმენტში არ არის ის მთავარი მუხლი, რის გამოც „ევროპულმა საქართველომ“ შეიძლება ხელი მოაწეროს. ეს არის რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელი გზა“, - განაცხადა ბობოხიძემ.
20 აპრილს ცნობილი გახდა, რომ სალომე სამადაშავილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. „ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა, წარმატებები“, - დაწერა პოლიტიკოსმა.