გიორგი ხელაშვილი: არანაირი პრინციპული განსხვავება არ არის 40-სა და 43%-ს შორის, მაშინ როდესაც გაცილებით მაღალი შედეგით შეგიძლია არჩევნების მოგება

გიორგი ხელაშვილი: არანაირი პრინციპული განსხვავება არ არის 40-სა და 43%-ს შორის, მაშინ როდესაც გაცილებით მაღალი შედეგით შეგიძლია არჩევნების მოგება

43%-იან ბარიერზე ჩვენს თანხმობას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: პირველი, რომ დარწმუნებული ვართ მოგებაში და მეორე არის ის, რომ ხალხი დაღლილია ჩვენს მიმართ ოპოზიციის კინკლაობით, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობდა სხვა მიზეზებიც. „არანაირი პრინციპული განსხვავება არ არის 40-სა და 43%-ს შორის, მაშინ როდესაც გაცილებით მაღალი შედეგით შეგიძლია არჩევნების მოგება. ჩვენი მხრიდან 40%-ის შეთავაზება რა კონსტიტუციურ და პოლიტიკურ დოკუმენტებსაც ემყარებოდა: ეს არის 8 მარტის შეთანხმება, ეს არის მთავრობის ფორმირების წესი. ასე რომ, 40%-ს თავისი ლოგიკა გააჩნდა. მაგრამ რადგან მომლაპარაკებლებმა ჩათვალეს, რომ ამ რიცხვის შემოტანით ისინი უფრო მეტად მოახერხებდნენ ოპოზიციისთვის დამატებითი არგუმენტების მიცემას, რომ თავი გაემართლებინათ და შემოსულიყვნენ პარლამენტში, ჩვენ ბუნებრივია მივიღეთ ეს გაუარესებული პირობა ევროკავშირისგან“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.