ბადრი ჯაფარიძე: თუ ჩვენში საყრდენსა და საიმედო პარტნიორს დაინახავენ, გაცილებით სწრაფად ვიმოძრავებთ ევროპაში ინტეგრაციის გზაზე, ვიდრე ეს წარმოგვედგინა

ბადრი ჯაფარიძე: თუ ჩვენში საყრდენსა და საიმედო პარტნიორს დაინახავენ, გაცილებით სწრაფად ვიმოძრავებთ ევროპაში ინტეგრაციის გზაზე, ვიდრე ეს წარმოგვედგინა

ევროპარლამენტარებს ძალიან ბევრი საინტერესო იდეა და ინიციატივა აქვთ, თუ რა უნდა გაკეთდეს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისა და ინტეგრაციის პროცესში. მნიშვნელოვანია იდეაა, რომ ნატოს მსგავსად, ევროკავშირმაც შემოიღოს გასაწევრიანებლად საგზაო რუკა და ეს საქართველოს გადაეცეს, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიუსელში ვიზიტის დროს, ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციამ შემოიღოს გარდამავალი სტატუსი და ეს სტატუსი მიენიჭოს საქართველოს. ამ სტატუსით საქართველოსთვის იყოს ხელმისაწვდომი ყველა სარგებელი, გარდა ინსტიტუციებისა და ეს იყოს შემდგომი ეტაპი. ეს არის ძალიან საინტერესო იდეა. მათი განხორციელება საქართველოს განვითარების სულ სხვა ეტაპზე გადაიყვანს და საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას მართლაც შექმნის, დაგვეხმარება უზარმაზარი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ პოლიტიკურ აქტორებზე, რომ მათ დაინახონ ჩვენში საყრდენი, საიმედო პარტნიორები და გაცილებით სწრაფად ვიმოძრავებთ ევროპაში ინტეგრაციის გზაზე, ვიდრე ეს წარმოგვედგინა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძე.