სალომე სამადაშვილი: ჩემთვის პრიორიტეტი იქნება შარლ მიშელის გეგმის ყველა პუნქტის ბოლომდე მიყვანა

სალომე სამადაშვილი: ჩემთვის პრიორიტეტი იქნება შარლ მიშელის გეგმის ყველა პუნქტის ბოლომდე მიყვანა

ჩვენი აზრით, ეს ამნისტია უნდა იყოს კონკრეტული და უნდა შეეხოს კონკრეტულ საქმეებს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მისთვის პრიორიტეტი იქნება მიშელის გეგმის ყველა პუნქტის ბოლომდე მიყვანა.

„ჩვენი აზრით, ეს ამნისტია უნდა იყოს კონკრეტული და უნდა შეეხოს კონკრეტულ საქმეებს. ცხადია, ჩემთვის პრიორიტეტული იქნება მიშელის გეგმაში შეთანხმებული ყველა საკითხი. პირველ რიგში, ეს ეხება საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს. პრიორიტეტი იქნება მიშელის გეგმის ყველა პუნქტის ბოლომდე მიყვანა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გირაოზე კვლავ უარი თქვა.

20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის შესახებ კანონი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია, რომელსაც პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.