გიორგი ვაშაძე: სამშაბათს ჩვენ მიერ პარლამენტში ამნისტიის კანონის ინიცირება მოხდება და იმედი მაქვს, მას „ქართული ოცნების“ ხელმოწერები ექნება

გიორგი ვაშაძე: სამშაბათს ჩვენ მიერ პარლამენტში ამნისტიის კანონის ინიცირება მოხდება და იმედი მაქვს, მას „ქართული ოცნების“ ხელმოწერები ექნება

სამშაბათს ჩვენ მიერ პარლამენტში ამნისტიის კანონის ინიცირება მოხდება და იმედი მაქვს, „ქართული ოცნების“ ხელმოწერები ექნება ამ კანონს, რის შემდეგაც ხდება რურუას გათავისუფლება და რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში ამნისტიის კანონის მიღება, მელიას გათავისუფლება და „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა ის საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობა, ვაშაძე პასუხობს „ვფიქრობ, საკომიტეტო მოსმენები ჩვენ გარეშე ფიზიკურად ვერ წარიმართება, რადგან ტექსტის საბოლოო რედაქციები ყოველთვის საკომიტეტო მოსმენებზე ყალიბდება“.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გირაოზე კვლავ უარი თქვა.

20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის შესახებ კანონი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია, რომელსაც პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.