ჩვენ ევროპარლამენტარებს ვთხოვეთ, რომ ისინი ამოვიდნენ და დააკვირდნენ ოქტომბერში ადგილობრივ არჩევნებს, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიუსელში ვიზიტის დროს განაცხადა.
„ზოგადად, არ არის დამკვიდრებული, რომ ადგილობრივ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოდიოდნენ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, ჩვენ ვთხოვეთ და ისინი დაგვპირდნენ, რომ ამ მოთხოვნას გაითვალისწინებენ რომ, საქართველოში ადგილობრივ არჩევნებზე იყვნენ საერთაშორისო დამკვირვებლები იმისთვის, რომ დამატებითი სპეკულაციები თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.