ანდრიუს კუბილიუსი: იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“, პირადად მელია, მიხეილ სააკაშვილი დოკუმენტის პრინციპებზე შეთანხმდებიან

ანდრიუს კუბილიუსი: იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“, პირადად მელია, მიხეილ სააკაშვილი დოკუმენტის პრინციპებზე შეთანხმდებიან

დოკუმენტში არის ჩანაწერი ამნისტიის თაობაზე და ეს არის გზა ამ დრომდე დარჩენილი პრობლების მოსაგვარებლად, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ანდრიუს კუბილიუსმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. ევროპარლამენტარის თქმით, ამ გზით ნიკა მელიას გათავისუფლებას შეიძლება 1 თვე ან ცოტა მეტი დასჭირდეს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, პარტიის ხელმძღვანელი პირები, პირადად მელია, ყოფილი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დოკუმენტის პრინციპებზე შეთანხმდებიან, ვინაიდან ამ დოკუმენტის ხელმოწერით და მისი იმპლემენტაციით ​საქართველოში პოლიტიკური კრიზისი სრულდება. შეთანხმების ხელმოწერა აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყანამ სტრატეგიულ მიზნებს მიაღწიოს და ეს მიზნებია საქართველოს სამომავლო გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში. ეს უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტიებისთვის. აქ არის ისევ ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობა, როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციიის“, - განაცხადა კუბილიუსმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გირაოზე კვლავ უარი თქვა.

20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის შესახებ კანონი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია, რომელსაც პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.