ვფიქრობ ამ პრობლემის გადასაჭრელად ევროკავშირის მიერ დოკუმენტით გათვალისწინებული წინადადებები ძალიან კარგი და მისაღებია. მოვუწოდებ პარტიის ლიდერს, აუცილებლად გაითვალისწინოს ეს ინიციატივა და ეს პრობლემაც მოგვარდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანე „ქრონიკასთან“ ნიკა მელიას შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა.
„წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირში ძალიან ბევრი ეჭვი გაჩნდება ამ პარტიის ლიდერების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მმართველმა პარტიამ შეასრულოს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დოკუმენტში ჩანაწერი და აღებული ვალდებულებები.
მე იმედი მაქვს, რომ მაისის ბოლოს ან ივნისში პრობლემა მოგვარდება და ეს პარტია შევა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში და გავიხედავთ მომავლისკენ“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გირაოზე კვლავ უარი თქვა.
20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის შესახებ კანონი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია, რომელსაც პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.