„ფიქრის ვადა ამოიწურა... ისინი ამას აპირებენ და ჩვენ საშუალებას არ მივცემთ

„ფიქრის ვადა ამოიწურა... ისინი ამას აპირებენ და ჩვენ საშუალებას არ მივცემთ" – ვარლამ გოლეთიანმა მთავრობას წამზომი ჩაურთო

“რიონის ხეობის მცველის” ვარლამ გოლეთიანი განცხადებით, ფიქრისთვის ყველანაირი გონივრული ვადა ამოიწურა და მათი მოთხოვნების შესრულებაზე ხელისუფლებისგან პასუხს ელოდებიან.

როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, ხელისუფლება პროტესტის ჩასახშობად, კორონავირუსის ფაქტორის გამოყენებას აპირებს, რის საშუალებასაც ისინი არ მისცემენ.

“ჩვენ ხელისუფლებისგან პასუხს ველოდებით . ყველანაირი გონივრული ვადა ამოიწურა ფიქრისთვის. კიდევ ერთხელ დავუკავშირდებით ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამის შემდეგ, 14:00 საათზე გავაკეთებთ განცხადებას. როგორც ჩანს, ხელისუფლება აპირებს, კოვიდის ფაქტორიც ეფექტურად გამოიყენოს ამ პროტესტის ჩასახშობად და ჩვენ მას ამის საშუალებას არ მივცემთ”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.