საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით შეიქმნა საფუძველი, ნიკა მელია ციხეში არ დარჩეს, ახლა კი, ჯერი ოპოზიციაზეა.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ, ყველამ ერთად დოკუმენტზე ხელმოწერით შევქმენით ყველა ის საფუძველი, მანამდეც იყო საფუძველი იმისთვის, რომ ბატონი მელია არ დარჩენილიყო საპატიმროში. ახლა ჯერი არის ოპოზიციასა და მათ ქმედებაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.