გიორგი ვოლსკი: ოპონენტებს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში მელიასგან „ახალი ნავალნის“ გამოყვანა უნდათ, ეს ყველაფერი ისევ დღის წესრიგში დგას

გიორგი ვოლსკი: ოპონენტებს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში მელიასგან „ახალი ნავალნის“ გამოყვანა უნდათ, ეს ყველაფერი ისევ დღის წესრიგში დგას

საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში მელიასგან პოლიტპატიმრის, წამებულის, „ახალი ნავალნის“ გამოყვანა უნდათ, ეს ყველაფერი ისევ დღის წესრიგში დგას. აქედან გამომდინარე, ეს შეთანხმება უნდა იყოს ჯანსაღი პროცესის დასაწყისი და ვფიქრობ, რომ ბევრი პოლიტიკოსი ჯანსაღად მიუდგება ამას და იფიქრებს ქვეყანაზე, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„მე დიდი სურვილი მაქვს და პირობას ვიძლევი, რომ ჩვენ ამ ფორმულას ბოლომდე გავყვებით, ვინაიდან ესაა მოთხოვნა. ჩემს ოჯახში ამას მთხოვენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ოპონენტებსაც, როდესაც ისინი სახლში მივლენ, ოჯახში ამავეს სთხოვენ. ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს - სიყვარული ​ბავშვების მიმართ, ჩვენი მომავალი თაობის მიმართ. ასე რომ, უსაშველოა იმ საკითხების რაოდენობა, რამაც შეიძლება გაგვაერთიანოს. ოპონირება ჩვეულებრივი ამბავია. რომან გოცირიძეს ჰქონდა რამდენიმე გაელვება, როდესაც საქმიან დებატებში შემოვიდა და მისი ბევრი მოსაზრება გავითვალისწინეთ, მაგრამ ისტორიის არცერთ ეტაპზე არ მახსოვს, რომ ჩვენ გვქონოდეს დებატები ნიშნის მოგებისა და შეტაკებების გარეშე. მე არ ვფიქრობ, რომ ეს უმრავლესობის დამოკიდებულებით იყო განპირობებული. ბევრი დანაშაულია ჩადენილი და ამ დანაშაულებს აგრესიით გადაფარვა სჭირდება. რასაკვირველია, საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში მელიასგან პოლიტპატიმრის, წამებულის, „ახალი ნავალნის“ გამოყვანა უნდათ, ეს ყველაფერი ისევ დღის წესრიგში დგას. აქედან გამომდინარე, ეს შეთანხმება უნდა იყოს ჯანსაღი პროცესის დასაწყისი და ვფიქრობ, რომ ბევრი პოლიტიკოსი ჯანსაღად მიუდგება ამას და იფიქრებს ქვეყანაზე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ვიზიტით ეწვია.

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.