ნდობა არის ის, რაც მთავარი ინსტიტუტების გასაძლიერებლად გჭირდებათ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის, ისევე როგორც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია სხვადასხვა ინსტიტუტის გაძლიერება.
„დღეს შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ ნდობა ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ლეგიტიმურობის გაძლიერების მიზნით, ნდობა გახლავთ ის, რაც თქვენ გჭირდებათ, რათა გააძლიეროთ მთავარი ინსტიტუტები.
ჩვენ დღეს ასევე ვისაუბრეთ მიზანზე, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების გაძლიერებას საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან. მივესალმები იმ იდეას, რომელიც უკავშირდება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ლიდერების შეკრებას, რათა განიხილონ ზემოაღნიშნული შეთანხმება. საქართველოსთვის, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია სხვადასხვა ინსტიტუტის გაძლიერება. დღეს შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია ლეგიტიმურობის გაძლიერების მიზნით, ნდობა გახლავთ ის, რაც თქვენ გჭირდებათ, რათა გააძლიეროთ მთავარი ინსტიტუტები“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.