გუშინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავისი სადამსჯელო გვარდიით ქართულ დემოკრატიას იცავდა ამერიკის და ევროკავშირის ელჩისგან. დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები მიშელის შეთანხმებას გავრილოვის სპეცოპერაციას უწოდებენ“,- წერს სოციალურ ქსელში იურისტი თამთა მეგრელიშვილი და ეკა ხერხეულიძეს ეხმიანება, რომელმაც რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეულ შეთანხმებას გავრილოვის სპეცოპერაციას უწოდა.
როგორც მეგრელიშვილი აცხადებს, ამაზე დიდი ლუსტრაცია არ არსებობს.
,,დავიღალეთ, პროტესტს იწვევს ხარკი, რომლის გაღებაც თქვენთვის ქართველ ხალხსა და მოქალაქეებს გვიწევს. პოლიტიკური მონსტრისა თუ პოლიტიკას თავშეფარებული არამზადების გამო სახელმწიფოს თავზე გაჩენილ ხანძარს როდემდე უნდა ვაქრობდეთ?! დამთავრდა მოგონილი პოლიტიკა, რომ არჩევნები გაგვიყალბეს, პარლამენტში არ შევალთ. "ნაციონალურო მოძრაობავ" მიხეილ სააკაშვილმა ფორმალურადაც შემოგახია "პროდასავლური იმიჯი". თავს უშველეთ, იძირებით“,- წერს მეგრელიშვილი.