ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ციხეში იმყოფება, მანამდე პარტიაში არანაირი შეთანხმებას არ განვიხილავთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შარლ მიშელთან შეხვედრაზე მისულები მათ პოზიციას გააცნობენ.
„ბუნებრივია, შარლ მიშელთან შეხვედრაზე მივალთ და გავაცნობთ ჩვენს მყარ პოზიციას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ციხეში იმყოფება, მანამდე არანაირი შეთანხმებას არ განვიხილავთ პარტიაში. მსჯელობა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, როდესაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას და ეს არის ჩვენი მთავარი პოზიცია, რითაც შარლ მიშელის წინაშე წარვდგებით“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.