ეს ძალიან ემოციური მომენტია ჩემთვის. მჯერა, რომ დღევანდელი დღე არის ახალი ბიძგი საქართველოსა და მისი წინსვლისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა ორბელიანის სასახლეში გამართული ცერემონიის შემდეგ, სადაც „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა მოაწერა ხელი შეთანხმებას და ამით ამ პროცესის ეს თავი დაიხურა. ძალიან მოხარული ვარ, რომ მეც ვარ ამ პროცესის მონაწილე, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ძალისხმევა დასჭირდა ამ შეთანხმებას. ეს ძალიან ემოციური მომენტია ჩემთვის. მჯერა, რომ დღევანდელი დღე არის ახალი ბიძგი საქართველოსთვის და მისი წინსვლისთვის“, - განაცხადა ჰარცელმა.
შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს პარტიებმა ხელი მოაწერეს.