შარლ მიშელი: ამ საღამოს ბრიუსელში ვარ, თუმცა ჩემი გული საქართველოშია

შარლ მიშელი: ამ საღამოს ბრიუსელში ვარ, თუმცა ჩემი გული საქართველოშია

ამ საღამოს ბრიუსელში ვარ, თუმცა ჩემი გული საქართველოშია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონიაზე დისტანციურ რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ექვსი კვირის წინ საქართველოში ყველა თქვენგანს შევხვდი და გითხარით, რომ პოლიტიკური დიალოგი დაგეწყოთ. ერთმანეთს პრეზიდენტის სასახლეში შევხვდით. პრეზიდენტის ინსტიტუტი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა. პირობა მოგეცით, რომ ჩართული ვიქნებოდი და ჩემი პირადი წარმომადგენელი, ბატონი დანიელსონი გამოვგზავნე. ჩემს დიპლომატიურ გუნდს დავავალე, ამ პროცესისთვის მხარი აქტიურად დაეჭირათ. ექვსი კვირის შემდეგ პოლიტიკური კრიზისი დასრულდა. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ერთგულებისა და მამაცობისთვის, რომ თქვენი ინტერესები გვერდზე გადადეთ საქართველოს ინტერესების სახელით“, - განაცხადა შარლ მიშელმა.