„მინდა შევუერთდე გამომსვლელებს და მადლობა გადავუხადო ყველას მოთმინებისთვის. მინდა ვისურვო, რომ მომავალში საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს არ დასჭირდეთ ამდენი ხანი საკითხების შესათანხმებლად და ამდენი შუამავალი, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ შეთანხმების დოკუმენტის ხელის მოწერისას განაცხადა
„მინდა ვისურვო, რომ დღევანდელი დღე იყოს გარდატეხის და შემოტრიალების წერტილი ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარების, რამეთუ ძალიან ბევრი წელი დავკარგეთ ერთ ადგილზე დგომით და შეიძლება ითქვას, უკან გადადგმული ნაბიჯებით. მინდა პერსონალური მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც შეიძლება წინა სცენაზე არ იდგა მოლაპარაკების დროს, მაგრამ ასრულებდა ძალიან დიდ ტექნიკურ და მხარდამჭერ სამუშაოს, რამაც დღევანდელი დოკუმენტი გახადა რეალობა, მინდა რომ საქართველომ გაიმარჯვოს და ჩვენი ქვეყანა იყოს ძალიან წარმატებული,“- განაცხადა ხაზარაძემ.