შარლ მიშელის დოკუმენტზე სალომე სამადაშვილი ინდივიდუალურად მოაწერს ხელს

შარლ მიშელის დოკუმენტზე სალომე სამადაშვილი ინდივიდუალურად მოაწერს ხელს

შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ინდივიდუალურად მოაწერს ხელს.

ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა ორბელიანების სასახლესთან განაცხადა, სადაც დღეს დოკუმენტს ხელი მოეწერება.

შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ორბელიანების სასახლეში ხელმოწერა დღეს გაიმართება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. მას ხელი „გირჩმა“ მოაწერა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროპელი მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს „ლელოც“ მოაწერს. შეთანხმების ხელმოწერის შესახებ „ქართულ ოცნებაშიც“ განაცხადეს. ევროპელი მედიატორების შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს ზურაბ ჯაფარიძეც მოაწერს.