ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა მიესალმება „ქართულ ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ შეთავაზებას და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს.
„ცნობილი ვარ იმით, რომ ხშირად მკაცრი ვარ საქართველოს მთავრობის მიმართ, რადგან მსურს, რომ საქართველო ევროკავშირთან ახლოს იყოს. მაგრამ ამჯერად უნდა შევაქო ისინი შეთანხმების ხელმოწერის სურვილისთვის და დაჟინებით მოვუწოდებ ოპოზიციას, განსაკუთრებით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, კონსტრუქციულობა გამოიჩინონ და საქართველოს ვითარების ნორმალიზებაში დაეხმარონ“, - დაწერა ევროპარლამენტარმა Twitter-ზე.