ბექა ლილუაშვილი: თვალს ვუსწორებთ იმ პრობლემებს, რაც ქვეყანაში არსებობს

ბექა ლილუაშვილი: თვალს ვუსწორებთ იმ პრობლემებს, რაც ქვეყანაში არსებობს

ჩვენ თვალს ვუსწორებთ იმ პრობლემებს, რაც ქვეყანაში არსებობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

„შეცდომები იყო, მაგალითად, ის რომ დღეს კიდევ გვაქვს საკმაოდ სუსტი სახელმწიფო ინტერესები; ის, რომ დღეს კიდევ ვსაუბრობთ კორუფციაზე; ნეპოტიზმზე და ა. შ. ჩვენ როცა ვიყავით ამ პოლიტიკური პარტიის წევრები, ამ ყველაფერზე ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას და ვუსწორებთ ამ პრობლემას თვალს.

სწორედ ამაზე უნდა იყოს ჩვენი როგორც ახალი პოლიტიკური პარტიის და გახარიას გუნდის წარმომადგენლების დღის წესრიგი აწყობილი“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დღეს ექვსმა დეპუტატმა „ქართული ოცნება“ დატოვა.