დავით ქართველიშვილი: მოქმედ პრემიერ-მინისტრს წინამორბედისგან საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ერგო

დავით ქართველიშვილი: მოქმედ პრემიერ-მინისტრს წინამორბედისგან საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ერგო

ისაუბრეს მათი ყოფილი გუნდის მიერ დაშვებულ შეცდომებზე, ამ შეცდომების გამოსწორების მზაობაზე, რამაც განაპირობა მათი გადაწყვეტილება ახალ პარტიაში გადასვლასთან დაკავშირებით. მეც და საზოგადოებას ძალიან გვაინტერესებს რა შეცდომებზეა კონკრეტულად საუბარი, - ამის შესახებ ექსპერტმა დავით ქართველიშვილმა „ქრონიკასთან“ „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლაზე საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, მმართველი გუნდიდან წასულ დეპუტატებს ამომრჩეველმა მხარი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გამო დაუჭირა.

„მოქმედ პრემიერ-მინისტრს და მოქმედ მინისტრთა კაბინეტს საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ერგო წინამორბედისგან და ამიტომ ეს საკითხი ძალიან აქტუალურია. მათ ხმა მისცეს კონკრეტული მაჟორიტარული უბნის ამომრჩევლებმა, ძირითადად ბიძინა ივანიშვილისა და „ქართლი ოცნების“ ავტორიტეტის ხარჯზე და შეიძლება ეს ელექტორატი დღეს იმედგაცრუებული და მოტყუებული იყოს“, - განაცხადა ქართველიშვილმა.