როგორც ოპოზიცია, ისე უმრავლესობა ყველა მხრიდან ეცდება გიორგი გახარიას გუნდის მარგინალიზაციას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მას მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას რეიტინგი კიდევ უფრო გაიზარდა, რაც მან დატოვა „ქართული ოცნების“ გუნდი.
„მე მესმის მმართველი გუნდის განწყობები და მათი მიზანი, რომ მაქსიმალურად მოახდინონ მარგინალიზაცია ამ პოლიტიკური გუნდის, გახარიას პოლიტიკური გუნდის. როგორც ოპოზიცია, ისე უმრავლესობა ყველა მხრიდან ეცდება ჩვენს მარგინალიზაციას. ჩვენი რეიტინგი არის ძალიან მაღალი. მე პერსონალურად მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას რეიტინგი კიდევ უფრო გაიზარდა, რაც მან დატოვა ქართული ოცნების გუნდი“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.