„ნაციონალური მოძრაობის“ და თავად ნიკა მელიას პათოსი, გუშინ იყო კვლავ აგრესიული და მებრძოლი, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
ვახტანგ მეგრელიშვილი, გუშინ ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. „სიტუაციას კომპრომისი არ ეტყობა. ერთი რამ ცხადია, რომ ხელისუფლებამ ისინი უნდა გამოუშვას, რადგან დაპირისპირებული მხარის მებრძოლები ჰყავს პატიმრად აყვანილი. მაგრამ მეორე მხარის მებრძოლსაც ამ ბრძოლის დასრულება ხომ უნდა უნდოდეს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.
სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა.
კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 30 მარტს გაიმართა.