დღეს არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. ამ ნაბიჯის გადადგმა ხელისუფლებას სურს თუ არა, მაინც მოუწევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პოლიტპატიმრები აუცილებლად გათავისუფლდებიან.
„პოლიტიკური დევნის დასრულება და ვადამდელი არჩევნები, ეს არის გარდაუვალი პროცესი და ჩვენ ჩვენი სიმტკიცით და თანმიმდევრულობით აუცილებლად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა.
კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 30 მარტს გაიმართა.