ვფიქრობ, რომ მოლაპარაკების ამ რაუნდებმა საკმაოდ კარგი ფუნდამენტი მოამზადა გადაწყვეტილებებისთვის და ჩემი მოლოდინია, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში ამ გადაწყვეტილებებს ვიხილავთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს, მათ შორის პოლიტიკურ მოლაპარაკებებს.
„ისეთი ხისტი გამონათქვამები, რომ „პოლიტპატიმრებით ვაჭრობს“, ძალაუნებურად, ქვეცნობიერად გადაჰყავხარ მონათმფლობელობაში და შუა საუკუნეებში და ნაკლებად განგაწყობთ იმისათვის, რომ საქმიან კონსენსუსს მიაღწიო, ამიტომ მე მათ ვთხოვდი, რომ ასეთ ხისტ დეფინიციებს თავი დაანებონ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 30 მარტს გაიმართა.