ვნახოთ აბა, წავა მინიმალურ რისკზე ეს სამეული თუ უმოქმედობით, ანუ მანდატების შენარჩუნებით გაამყარებენ ვარაუდს, რომ ეს რეიტინგი და არჩევნებში გამარჯვება მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, - ამის შესახებ ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში უკვე ყოფილი „ქართული ოცნების“ დეპუტატების: ხოჯევანიშვილის, კერესელიძისა და მოწერელიას შესახებ წერს.
„დღეს სრულიად სამართლიანად ითქვა, რომ ,,ქართული ოცნების" უმრავლესობიდან გასულ მაჟორიტარებს აქვთ ,,შანსი" კიდევ ერთხელ მოუსმინონ ხალხს. თუ მოწერელიას, კერესელიძესა და ხოჯევანიშვილს და ზოგად, ამ გუნდს აინტერესებს, მათ მიერ მოპოვებული საპარლამენტო მანდატები ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“, თუ ეს მათი პირადი, ან მათი ლიდერის რეიტინგია, სამართლიანობისთვის აუცილებლად უნდა დატოვონ ეს მანდატები. ეს გარემოება შექმნის ვითარებას, რომ ამ სამ ოლქში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს მაჟორიტარი შუალედური საპარლამენტო არჩევნები, აქვე დანარჩენ ოპოზიციასაც ექნება შანსი. აი, სწორედ მაშინ უნდა მიიღონ მონაწილეობა და იქ გაირკვევა, რეალურად, ვისი რეიტინგით შევიდა ეს ხალხი პარლამენტში. ამის გაკეთებას უნდა ელემენტარული პოლიტიკური გამბედაობა და ვნახოთ აბა, წავა მინიმალურ რისკზე ეს სამეული თუ უმოქმედობით, ანუ მანდატების შენარჩუნებით გაამყარებენ ვარაუდს, რომ ეს რეიტინგი და არჩევნებში გამარჯვება მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.
დღეს ექვსმა დეპუტატმა „ქართული ოცნება“ დატოვა