ხოჯევანიშვილს, კერესელიძეს და მოწერელიას თუ მიაჩნიათ, რომ რეიტინგულები არიან ,  გავიდნენ საკანონმდებლო ორგანოდან და ხელახლა მიიღონ სამივე ოლქში არჩევნებში  მონაწილეობა

ხოჯევანიშვილს, კერესელიძეს და მოწერელიას თუ მიაჩნიათ, რომ რეიტინგულები არიან ,  გავიდნენ საკანონმდებლო ორგანოდან და ხელახლა მიიღონ სამივე ოლქში არჩევნებში  მონაწილეობა

იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და  გიორგი გახარიას გუნდის წევრ მაჟორიტარებზე წერს, რომლებმაც  ,,ქართული ოცნების“ დატოვეს.

მეგრელიშვილის თქმით,  ხოჯევანიშვილს, კერესელიძეს და მოწერელიას თუ მიაჩნიათ, რომ რეიტინგულები არიან ,  გავიდნენ საკანონმდებლო ორგანოდან და ხელახლა მიიღონ სამივე ოლქში არჩევნებში  მონაწილეობა.

,,ახლა მართლა პირველი რეალური, თანაც არც თუ ისე რთული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს გახარიას გუნდის მაჟორიტარებს - ხოჯევანიშვილს, კერესელიძეს და მოწერელიას - მათ თუ მართლა მიაჩნიათ, რომ რეიტინგულები არიან და ეს არის მათ პერსონალურ რეიტინგთან ერთად გახარიას რეიტინგით აღებული მანდატები, უნდა გავიდნენ საკანონმდებლო ორგანოდან და ხელახლა მიიღონ სამივე ოლქში მონაწილეობა არჩევნებში.  იქ გაირკვევა ნათლად, ეს მანდატი ეკუთვნის ქართულ ოცნებას თუ პერსონალურად მათ და მათ ლიდერს.  და თუ ასე არ ფიქრობენ და ხვდებიან, რომ ისინი ამ არჩევნებს წააგებენ, უბრალოდ მორალური უფლება აღარ აქვთ, პარლამენტის წევრები იყვნენ“,- წერს თამთა მეგრელიშვილი