ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნებიდან“ 6 დეპუტატის წასვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გაუგებარია, რა შეცდომებზე საუბრობენ ისინი, რადგან გიორგი გახარია ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი იყო.
„ასეთი უცნაურობა პირადად მე პოლიტიკაში ხშირად არ მინახავს. „ქართული ოცნების“ შეცდომებიო, ხუთივემ ცალ-ცალკე აღნიშნა... საინტერესოა, რა შეცდომებზეა საუბარი, აუცილებლად უნდა დააკონკრეტონ, რადგან მათი ლიდერი ჯერ შს მინისტრი იყო, შემდეგ პრემიერ-მინისტრი. თუ რამე შეცდომებზე უნდა ისაუბრონ, ალბათ თავად შეიკრიბონ დახურულ სივრცეში და იქ გააანალიზონ, თორემ, სხვა მხრივ, ასეთი არაადეკვატური განცხადებებით შორს ვერ წავლენ“, - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
14 აპრილს „ქართული ოცნება“ 6-მა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ, მიხეილ დაუშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ და ანა ბუჩუკურმა დატოვა.